პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელთა ნაწილი  ბოლო პერიოდში  შსს-ში მუშაობდა

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელთა ნაწილი ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, კოკა კაციტაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულებიდან რამდენიმე ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინიტროში მუშაობდა, ნაწილს კი უწყება დატოვებული ჰქონდა.

ამასთან, კაციტაძემ განმარტა, რომ თარიღები, თუ როდის დატოვეს უწყება ბრალდებულებმა, მისთვის უცნობია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ვაზაგაშვილის საქმზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირთა დაკავება, კაციტაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს არ იგეგმება, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა. მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ფირცხალავასა და კიდევ 10 პირის დაკავება დაადასტურა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს