თბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით ძვირდება

2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა სარიამ განუცხადა.

"გამომდინარე იქედან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გავეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის", - განაცხადა ეკა სარიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1 მარტიდან 90 თეთრი გახდება.

"ცვლილება ძალაში შედის 1 მარტიდან. უბრალოდ, ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე", - განაცხადა ეკა სარიამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა