ალექსი პეტრიაშვილი - სამწუხაროა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნის კატალიზატორად იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქცა

ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნით ხელისუფლება თავიდან ვერ აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნისგან, - ამის შესახებ დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ საქმის გახსნაზე ინფორმაცია მისასალმებელია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია და ეს საქმე სასამართლოში არ ჩამოიშლება ისევე, როგორც ეს მოხდა სხვა გახმაურებული საქმეების შემთხვევაში.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა, არის შეკითხვები, თუ რატომ არ მოხდა ამ დრომდე ამ ყველაფრის გამოძიება.

"სამწუხაროა, რომ ამ საქმის გახსნის კატალიზატორად იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქცა და დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა პირებმა დატოვეს თანამდებობა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, ვინ აფარებდა ხელს ამ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდნენ. ხელისუფლება ამ საქმის გახსნით თავიდან ვერ აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნისგან. შესაბამისად, მიუხედავად ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულებისა პროკურატურისადმი საზოგადოების და თითოეული ჩვენთაგანის ინტერესი არის მაღალი. გამოვთქვამ იმედს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა უმოკლეს დროში მოხდება", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა.

მისივე განცხადებით, ამ გახმაურებული საქმის გამოძიებას წლები დასჭირდა და დაკავებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ.

ამასთან, პეტრიაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდნენ, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური კამპანიის მიზნით, მძევლად იყვნენ აყვანილი.

"ამიტომ პროკურატურის საქმიანობა მაინც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2019
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის