ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზებასა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლებით წარუდგინა ბრალი.

ორი მუხლით წარედგინა ბრალი გიორგი ცააძესაც - მას გამოძიება ედავება განზრახ მკვლელობას და მტკიცებულებათა ფალსიფიცირებას. იმ სპეცრაზმელებს კი, რომლებიც გუშინ ირაკლი ფირცხალავასთან ერთად დააკავეს, პროკურატურამ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

დაკავებულების დამცველების განცხადებით, წარდგენილ ბრალდებას მათი დაცვის ქვეშ მყოფები არ სცნობენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ საქმის მასალები სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გადაეცემათ.

ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს დაკავებულების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა მიმართოს, რაც ხვალ მოხდება.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე პროკურატურამ გახსნილად გუშინ გამოაცხადა. 11 პირი დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დაკავებული არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა