ზურაბ მელიქიშვილი - ლარის გაუფასურების უარყოფით შედეგები მოსახლეობისთვის უკვე ხელშესახებია

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, გაზის ახალი ტარიფის ძალაში შესვლის შემდეგ, პურის საცხობები 84 თეთრს ანუ 16 თეთრით მეტს გადაიხდიან.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკა ნამდვილად სავალალო მდგომარეობაშია.

"სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ ბიუჯეტის პროექტს ვიხილავდით და მას ბატონი ნოდარ ხადური ესწრებოდა, მას შემდეგ, რაც ხარჯვით ნაწილში ანალიზი ჩავატარეთ, ჩვენ არაერთხელ ვუთხარით, რომ წლის ბოლოს არამიზნობრივად და ძალზე დიდი ოდენობით ბიუჯეტიდან წამოსული თანხები, ლარის მდგომარეობას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, რაც სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული არ ყოფილა. შედეგად მივიღეთ ფურცელზე შესრულებული ბიუჯეტი და გაუფასურებული ლარი. რა თქმა უნდა, სამართლიანობიდან გამომდინარე, ლარზე ასევე მოქმედებს დოლარის გამყარება საერთაშორისო კუთხით, თუმცა არა იმდენად, რომ ყველაფერი დოლარის გამყარებას დაბრალდეს", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების უარყოფით შედეგები უკვე ხელშესახებია მოსახლეობისთვის და პირველ რიგში, პენსიონერებისთვის, რომლებისთვისაც "150 ლარიანი პენსია დაახლოებით, 90 დოლარის ეკვივალენტი იყო, დღეს კი 75 დოლარი გახდა". მელიქიშვილის განცხადებით, ასევე ლარის კურსის გაუფასურებამ გაზის ტარიფზეც ჰპოვა ასახვა.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ვითომ დამამშვიდებელი კომენტარები. მთავრობა ხალხს არ სჭირდება იმისთვის, რომ პრობლემებზე კომენტარი აკეთოს, არამედ მთავრობა ხალხს იმისთვის სჭირდება, რომ ეს პრობლემები შეუმსუბუქოს მცირედით მაინც", - განაცხადა მელიქიშვილმა და დასძინა, რომ დღემდე თბილისის მასშტაბით შემდეგი ტარიფი ფუნქციონირებს - იურიდიული ფირმებისთვის 75 თეთრი, ხოლო პურის საცხობისთვის 68 თეთრი.

"იმ გადაწყვეტილებით, რაც იქნა მიღებული, ტარიფი იქნება შემდეგი -კომერციული ობიექტებისთვის 90-მდე თეთრი, ხოლო პურის საცხობებისთვის - 84 თეთრი, ანუ ამ მიმართულებით 16 თეთრიანი ზრდაა. სამწუხარო, ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს პურის წონაზე, ან ფასზე, ან ხარჯის შემცირების მიზნით ადამიანების შემცირებაზე ამ ქარხნებიდან და ორგანიზაციებიდან", - განაცხადა მელიქიშვილმა.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დღგ-ს 2%-ით შემცირება, ასევე ბუნებრივ აირზე აქციზის გადასახდის შემცირება, რადგან "მეწარმეს ჰქონდეს საშუალება, რომ უშუალოდ არეგულიროს ფასები და ეს მომხმარებელზე არ აისახოს".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს