გიორგი კვირიკაშვილი - ვიმედოვნებთ, რომ  "სოკართან" იმ ვარიანტზე მოხდება შეთანხმება, რომელიც მტკივნეული არ იქნება

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ გაზის საფასურთან დაკავშირებით, ინვესტორ კომპანია "სოკართან" იმ ვარიანტზე შეთანხმება მოხდება, რომელიც არ იქნება მტკივნეული განსაკუთრებით სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, "სოკარის" მხრიდან არის კეთილი ნება და პარტნიორული დამოკიდებულება, თუმცა უნდა ითქვას, რომ რეგიონებში მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური სიტუაცია ყველაფერზე აისახება და ამაში ექსტრაორდინალური არაფერია.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამოეხმაურა თბოელექტროსადგურების წარმომადგენლების მოთხოვნას ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით. კვირიკაშვილის თქმით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და ამ საკითხს მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.

"მაგრამ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ჩართული ვართ პოლიტიკურ დონეზე პარტნიორ ქვეყანასთან აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების მიმართულებით. კომპანია "სოკართან" გვაქვს ძალიან კონსტრუქციული მოლაპარაკება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ენერგეტიკის სფეროს ფინანასური სიჯანსაღე უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, იქნება გაკეთებული მათი ხარჯების სტრუქტურული ანალიზი, ასევე გაზის ფასის ტენდენციის ანალიზი და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის