თეა წულუკიანი - მევალება სტრასბურგის სასამართლოში ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ზაურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. ამის შესახებ თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას, ჟურნალისტის იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სპეცრაზმელებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლას შეეხებოდა.

"ჩემგან არ იქნება სწორი მოსამართლეს შევუფასო, თუ როგორ გადაწყვიტა ესა თუ ის საკითხი. მე ვთვლი, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო სწორი, როდესაც მან მოითხოვა ირაკლი ფრიცხალავასთვის წინასწარი პატიმრობა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი გარეთ რომ ყოფილიყო, ის გახსნილ საქმეზე სავარაუდოდ ყველა ღონეს იღონებდა, რათა ან დამუქრებოდა რომელიმე მოწმეს ან მტკიცებულებები გაენადგურებინა. სწორედ ამ ნიშნით ხდება შუამდგომლობის შედგენა, რომ საქმეზე ბრალდებული არ უშლიდეს საქმის მომავალ გამოძიებს ხელს. სწორედ ამიტომ ხდება მისი ლოკალიზება საპატიმროში. როგორც ჩანს მოსამართლემ ეს გაიზიარა", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე უკვე დიდი ხანია სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. "მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, წარმოვადგენ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში და მე დღეს რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, მევალება დავიცვა სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე და ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება. ეს არის აბსურდი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე გამოიძიოს. "სწორედ ამით არის პროკურატურა ამჟამად დაკავებული, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე სტრასბურგის სასამართლოში, არ მოგვეცხოს კიდევ ერთი უპატიებელი ლაქა, რომ სახელმწიფოს ხელით იქნა სიცოცხლე მოსპობილი. მაშინ სახელმწიფოს ხელი იყო სპეცრაზმი, ირაკლი ფირცხალავა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ეს საქმე", - აღნიშნა მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის