"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დღევანდელ აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო

"ნაციონალური მოძრაობის" მონაცემებით, დღევანდელ საპროტესტო აქციას 50 000 ადამიანი დაესწრო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ეს მთავრობა გადადგეს.

"ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელი მთავრობის გადადგომა 50 000-მა ადამიანმა მოითხოვა. ეს რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობა გადადგეს. უნდა მოახერხო, რომ ორ წელში ამდენი ხალხი გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე", - განაცხადა მელიამ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა