მანანა კობახიძე -"ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა

"ნაციონალური მოძრაობის" დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

"რომელ 50 ათასზეა საუბარი, 10-11-12 ათასზე მეტი ადამიანი აქციაზე არ იყო. მე მგონი მთელი საქართველო დაიარეს, მგონი ფულიც გადაუხადეს. იმ ხალხის ჯიბიდან აქვთ ეს ფული ამოღებული და თუ გადაუხადეს ცუდი არ არის. მათ დაძახილზე ნორმალური საზოგადოება არ მივა", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აყენებს თუ არა კობახიძე შეურაცხყოფას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ, უმრავლესობის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა.

"თუ რამე არასწორად გამომივიდა ბოდიშს ვიხდი. დავაზუსტებ: ყველა ადამიანს აქვს უფლება აზრი გამოხატოს, მაგრამ აქციაზე იყვნენ "ნაციონალების" ოჯახის წევრები, დაპატიმრებული მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა ოჯახის წევრები, ნათესავები, მათი კოორდინატორები, რომლებიც ხელფასებს იღებენ მათგან და თავს ვალდებულად თვლიან, რომ იქ მივიდნენ. ასევე - "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაცას შეცვლის მათ სასარგებლოდ. საზოგადოება იქ არ მისულა. ქართულმა საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთხელ უთხრა "არა", გაისტუმრა ისინი ხელისუფლებიდან და ახლა რა თქმა უნდა, მათ დაძახილზე საზოგადოება იქ არ მივიდოდა", - განაცხადა გუშინ მანანა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის