მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებას უნდა მოშორდეს რუსი ოლიგარქი და მისი უნიათო და დამანგრეველი მთავრობა

ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებს გუშინ ბრიუსელიდან მიმართა.

მისივე შეფასებით, ხელისუფლება "თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა".

"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმევა. ივანიშვილის ოცნებას ხალხისთვის ხეირი არ მოაქვს. ამ მთავრობამ, რომელმაც მიიღო ხალხის დიდი ნდობა, სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ეს ნდობა მთლიანად გაფლანგა და ახლა არის მთლიანად გაკოტრებული, პრაქტიკულად, მთელი საქართველოს და მსოფლიოს თვალში. ეს მთავრობა თავის ყოველდღიურ ტყუილებში ბოლომდე გაიჭედა და გაიხლართა. ტყუილი აღმოჩნდა მისი უკლებრივ ყველა დაპირება – ტყუილი იყო დაპირება დენის და გაზის გაიაფებაზე, ტყუილი იყო დაპირება იმის შესახებ, რომ უფასოდ მოხნავდნენ, მიწას დაამუშავებდნენ და შემდეგ უფასოდ მიიტანდნენ გასაღების ბაზარზე. ტყუილი იყო დაპირება უფასო ფულისა და ბანკებიდან კრედიტების შესახებ. ტყუილი იყო დაპირება, რომ რუსეთთან დაგვილაგებდნენ ურთიერთობას და ნატო-შიც შეგვიყვანდნენ.

ახლა საკითხი ასე კი არ დგას, ვინ რომელ პარტიაში ვართ და ვის როგორი წარსული და შეხედულებები გვაქვს, ახლა საკითხი დგას ასე – მოვაშორებთ თუ არა ხელისუფლებას თავისი საცეცებით, მოვაშორებთ თუ არა ტყუილებით ქვეყნის გამბერავ ოლიგარქს და დავიხსნით თუ არა საქართველოს მისი მარწუხებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ვარდნის და უკუსვლის გაჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ მისი გაგრძელება არის სრულიად დაუშვებელი.

"დღეს, როგორც არასდროს მძაფრად დგას საკითხი – საქართველოს, ჩვენი მომავლის გადასარჩენად ხელისუფლებას უნდა მოშორდეს რუსი ოლიგარქი და მისი უნიათო და ძალიან მავნე, დამანგრეველი მთავრობა თავისი წარმომადგენლებით. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და მან გააგრძელოს წინსვლა", - აღნიშნა გუშინ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა