"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პოლიტიკური შერიგების პირობას დებს

"ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, პოლიტიკური შერიგების პირობას დებს. ამის შესახებ გუშინ, "თავისუფლების მოედანზე" გამართული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შერიგების შესახებ ინიციატივას პირადად დააყენებს.

"ეს მთავრობა აღვივებს დაპირისპირებას, შუღლს. ვნახეთ, რა მოხდა ამ დღეებში ზუგდიდში, როცა შეიარაღებულები მიუვარდნენ ჩვენს ოფისში მყოფ ადამიანებს დასარბევად. მათ არ ესმით, რომ ამ ზიზღით და ძალადობით ჩვენ ვერაფერს გვიზავენ, მაგრამ საქართველოს დაანგრევენ. ამიტომ მინდა ვუთხრა მთავრობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ ეშინია წარსულის – დღეს ამ მოედანზე, მე საჯაროდ ვდებ პირობას თქვენი და ქართველი ხალხის წინაშე, რომ როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, პირველი ორი ინიციატივა, რომელსაც მე პირადად წამოვაყენებ იქნება ინიციატივა პოლიტიკური შერიგებისა და ეკონომიკური ამნისტიის შესახებ. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი დაპირისპირებას, ზიზღს. წერტილი უნდა დავუსვათ ერთმანეთის ქვებით დევნას და თუ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც მოსახლეობის ერთ ნაწილს ხელში ქვას უდებს და ეუბნება, წადი და მეორე ადამიანს ესროლეო, ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც დააყენებს პოლიტიკური შერიგების ინიციატივას და ყველას ექნება საშუალება ქვეყანაში მშვიდად იცხოვროს", - განაცხადა ბაქრაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში უმცირესობის ლიდერმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის არ შეეშინდეთ.

"მინდა, მივმართო ყველას, ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და "ქართული ოცნების მხარდასაჭერად" იბრძოდა – ნუ შეგეშინდებათ, რადგან სწორედ ჩვენ დავუსვამთ წერტილს დაპირისპირებას და ქვების სროლას. ჩვენ მოგცემთ საშუალებას, ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ. მე მინდა, ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს, რომელიც აფინანსებს ან ვისაც ძალით აფინანსებინებენ "ქართულ ოცნებას" – ნუ შეგეშინდებათ რომ ჩვენ ამაზე პასუხს მოგთხოვთ – არ მოგთხოვთ, იმიტომ რომ პირველი, რასაც გავაკეთებთ იქნება ეროვნული შერიგებისა და თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამ შერიგებასა და თანხმობასადაც სჭირდება არსებული ხელისუფლების წასვლა, ამიტომაც უნდა წავიდეს ეს მთავრობა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება