მიხეილ სააკაშვილი - ყოველგვარი ფიქრიც კი შურისძიებაზე, ან სამაგიეროს გადახდაზე, უნდა დავივიწყოთ

ჩვენ ერთად უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გადავლახოთ ეს სიძულვილი, ზიზღის, დაპირისპირების და გაუტანლობის ინერცია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ "თავისუფლების მოედანზე" "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მთავარი უბედურება არის ის, რომ მან დანერგა სიძულვილის, ზიზღის, გაუტანლობის, ერთმანეთთან დაპირისპირების ყოველდღიური პრაქტიკა და ენა.

"ყოველგვარი ფიქრიც კი შურისძიებაზე, ან სამაგიეროს გადახდაზე უნდა დავივიწყოთ, რადგან საქართველო ვერ ივლის ერთი და იგივე წრეზე. ყველაფერი რაც მოხდა ჩვენ უნდა გადავშალოთ ეს ფურცელი და აღარ უნდა მივუბრუნდეთ. საქართველოს არ აქვს დრო დასაკარგი ძველი საქმეების გარკვევაზე და გარჩევაზე. მე ვიცი, რომ ეს მტკივნეულია, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დაიჩაგრა ამათგან. ჩვენ წარსულში ჩარჩენას არ ვაპირებთ, რადგან ეს ჩაგვითრევს ისევ ჭაობში და დაგვტოვებს იქ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის.

"ეს დაპაუზებული დრო მალე დამთავრდება. ჩვენ ყველანი გავიხსნებთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ქვეყნის შვილები და საბოლოო ჯამში, არაფერი არ გვაქვს გასაყოფი, ჩვენ გვყავს ერთი მტერი, ჩვენ შეიძლება გვაქვს სხვადასხვა წარსული, მაგრამ გვაქვს ერთი მომავალი. ყველაფერი რაც იყო ცუდი, წარსულში დავტოვოთ. ჩვენ უნდა ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გადავლახოთ ეს სიძულვილის და ზიზღის, დაპირისპირების და გაუტანლობის ინერცია, რადგან ამით შორს ვერ წავალთ. ჩვენ ერთად როგორც ერთიანმა ხალხმა, განსაკუთრებულმა ერმა გავაგრძელოთ მოძრაობა უკეთესი მომავლისკენ, თუ ამას ვიზამთ საქართველო დაუბრუნდება განვითარების ტემპს, საქართველო დაიწყებს განვითარებას და გაჩნდება სამუშაო ადგილები, საქართველოში შემოვა ახალი საწარმოები, კიდევ მილიონობოთ ტურისტი. ჩვენი მოქალაქეები თავს იგრძნობენ დაცულად ბანდიტებისგან, ან სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისგან. ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების მაღალ ტემპს, ჩვენ ავაშენებთ და განვავითარებთ კიდევ უფრო ბევრ უნივერსიტეტს. დღევანდელ არსებულ განათლების სისტემას ბევრად უფრო დავხვეწავთ, რადგან განათლება არის საქართველოს მომავლის საშვი. უკვე მიღებული გაკვეთილებით, ბევრად უკეთ უფრო დემოკრატიულად, ბევრად უფრო გახსნილად, საზოგადოების ჩართულობის პირობებში შევძლებთ ახალი დემოკრატიული ტალღის შექმნას საქართველოში, ახალი განვითარების მოტანის, ახალი შესაძლებლობების გაჩენას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბევრად უფრო კარგი კადრებით დააკომპლექტებს მთავრობას და ახალგაზრდებს გაუჩენს ინტერესს ჩაერთოს ქვეყნის მართვაში.

"მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. სულ მალე გავათავისუფლებთ საქართველოს ამ ბნელი და დამანგრეველი ძალისგან და დავაბრუნებთ ჩვენ სამშობლოს, ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს