ხელვაჩაურში 10 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სოფელ კაპრეშუმიდან მალაყმაძეების ოჯახი მეწყერსაშიში ზონიდან გუშინ გაიყვანეს. "კაპრეშუმში მალაყმაძის ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში იყო, ამიტომ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ახალსოფლის მიმართულებით, შესაძლოა, ორი ოჯახის გაყვანა გახდეს საჭირო. ფერიაში 10 ოჯახი დაიტბორა, თუმცა საშიში ზონა არ არის. დილიდან ზარალის დათვლას და საკითხის შესწავლას დავიწყებთ", - აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის