ფოთის მერიის სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

ფოთში კვლავ წვიმს. წუხელ ფოთის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დღეს კი იმ ქუჩებზე, სადაც განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა წყალი უკვე აღარ დგას.

ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზურაბ ყურუას ინფორმაციით, 7-ვე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და წყალს გასასვლელი აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო-ჯორჯიას" წარმომადგენელმა ეკა ურიდიამ განაცხადა, ქალაქს ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა არის უბნები, სადაც გათიშვებია. მისივე ინფორმაციით, სამსახურის ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.

ფოთის მერიაში კი შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა