"ნაციონალური მოძრაობა" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს.

პარტიის განცხადებით, რეზოლუციამ ყველაზე მეტი მხარდაჭერა - 35 ხმა მიიღო ევროპის სოციალისტური პარტიისგან, იმ პარტიისგან, რომელშიც თავად "ქართული ოცნება" არის გაწევრიანებული. პარტიის ინფორმაციით: ამავე პარტიიდან თავი შეიკავა 3 წევრმა, ხოლო 6 წინააღმდეგ წავიდა; ევროპის სახალხო პარტიიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 34-მა წარმომადგენელმა, 0-მა თავი შეიკავა, 1 კი წინააღმდეგი იყო; ALDE-დან 11 მიემხრო რეზოლუციას, თავი შეიკავა ერთმა და წინააღმდეგ წავიდა ასევე ერთი წარმომადგენელი; ევროპელი კონსერვატორებიდან რეზოლუციას მიემხრო 6 წევრი, თავი არც ერთს შეუკავებია, ხოლო 2 მოწინააღმდეგე იყო; ევროპელი მემარცხენეებიდან რეზოლუციის მომხრე 1 წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი ან ისეთი წევრი, რომელმაც თავი შეიკავა, არ ყოფილა; 2 დამოუკიდებელმა დეპუტატმა რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო მოწინააღმდეგე არც ერთი ყოფილა, არც თავი შეუკავებიათ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

PACE-ს დეპუტატებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ინიცირებული ძირითადი შესწორებები არ გაითვალისწინეს.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუციის თანახმად, დარღვევად სახელდება "პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია ან სხვა გზით განეიტრალება (მაგალითად, "საქართველოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა კონკრეტული საქმეები)". დოკუმენტში ასევე წერია, რომ "საქართველომ მიიღო რეფორმები და პრაქტიკული ზომები, რამაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მნიშვნელოვანი შემცირება და დაკავებულთა მიმართ მოპყრობა გააუმჯობესა, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის სფეროში დარღვევები კვლავ ფიქსირდება". ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზია "პროკურატურის "ფორუმ-სჰოპპინგ" შესაძლებლობა (შესაძლებლობა გადასცეს საქმე სასამართლოს, რომლისგანაც მოსალოდნელია უფრო სასიკეთო შედეგის მიღება), რის შედეგადაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სტრატეგიები, რათა წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კონკრეტულ საქმეებში, გადაწყდეს ისეთი მოსამართლის მიერ, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, "დამთმობი იქნება". წინასწარი პატიმრობის სფეროში არსებული დარღვევების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება "პროკურატურის შესაძლებლობა, გვერდი აუაროს წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადებს, საბრალდებო აქტების შეცვლის ან რეგულირების გზით".

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს შესაბამისი ზომები, პროკურატურის მხრიდან ფორუმ-სჰოპპინგ-ის გამოყენების პრევენციის მიზნით, ასევე, "თავი შეიკავოს წინასწარი პატიმრობის გამოყენებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება მართლმსაჯულება და გაათავისუფლოს ყველა ის პატიმარი, რომელიც არასამართლებრივად არის დაკავებული".

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას