ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისი აბრეშუმის გზის" ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისი აბრეშუმის გზის" ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღნიშნულის თაობაზე პრემიერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელიც დღეს უკვე პარლამენტის შენობაში გრძელდება.

"ჩვენ ვართ პატარა, ოთხმილიონიანი, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით. ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა. მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. გადასახადების სიმსუბუქის მხრივ კი, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ვართ. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც აღმოფხვრილია კორუფცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს შეიმჩნევა უცხოური ინვესტიციების ნაკადის უპრეცედენტო ზრდა. 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი, რაც არამხოლოდ 87 პროცენტით აღემატება 2013 წლის მონაცემებს, არამედ ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც არის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ბაზარზე ახალი შემომსვლელებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა ორი მრავალმილიარდიანი საინვესტიციო ფონდი: საპარტნიორო ფონდი და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განმარტა, რომ საპარტნიორო ფონდი უზრუნველყოფს შერჩეულ პროექტებს საჯარო სახსრებით და ის ღიაა საჯარო-კერძო პარტნიორობის სტრატეგიული ფორმების განხილვებისთვის, ხოლო საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იზიდავს სახსრებს კერძო საინვესტიციო წყაროებიდან და მოიცავს საერთაშორისო მეწილებს.

"გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი განათლების სისტემა, რაც ჯანმრთელი და განათლებული კადრების გარანტიაა. კრედიტუნარიანობის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები აფასებენ ჩვენს ქვეყანას როგორც სტაბილურს და პოზიტიურს. კანონის უზენაესობა საქართველოში მტკიცეა და დღითიდღე ძლიერდება: ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლების ჩარევის გარეშე", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის რეინტინგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები არა ერთ კატეგორიაში გაუმჯობესდა.

"ორი კვირის წინ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი, ამომწურავი ანგარიში მმართველობასთან დაკავშირებით - საქართველო ამ ანგარიშის რეიტინგების სათავეშია, რაც ჩვენი დიდი წარმატების უტყუარი მაგალითია. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა: 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში; 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში; 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში; 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობის კატეგორიაში; 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში", - აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში