გიორგი რამიშვილი - ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება გადაწყვიტა

ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება გადაწყვიტა, - ამის შესახებ "სილქროუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალიან კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური მონაწილეობით. ძალიან კარგია, რომ აქ ჩინელები ასე არიან წარმოდგენილები. როგორც გავიგე ეს ფორუმი ყოველწლიური უნდა იყოს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის", - აღნიშნა რამიშვილმა.

მისივე თქმით, "სილქროუდ ჯგუფი" არის ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი.

"სილქროუდ ჯგუფი" დაინტერესებულია, რომ მოიზიდოს ახალი პარტნიორები სხვადასხვა ბიზნესში", - აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის