კახა კალაძე - არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, საქართველო სანდო პარტნიორია

საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობის შეფასებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც დღეს დასრულდება.

"აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საერთაშორისო პროექტების გახნორციელებისას, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად ძალიან დადებით და დიდ წვლილს შევიტანთ ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის