ტყიბულში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური აშენდება

თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხელი მოეწერა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას შორის.

"განზრახულობათა ოქმს" პარტნიორთა შეთანხმების ხელი მოაწერეს კორპორაცია Dongfang Electric Corporation-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზე ჰაიმ, ქართული მხრიდან კი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა იორგ მათიესმა. ასევე, გაფორმდა ძირითადი ხელშეკრულება - ტყიბულის მუნიციპალიტეტში 150 მეგავატიანი ელექტროსადგურის კონტრაქტის თაობაზე, რომელსაც ქართული მხრიდან კომპანია "ტყიბული 150"-ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ და ჩინური მხრიდან ლან ზე ჰაიმ მოწერეს ხელი. ასევე, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა" და შპს "ტყიბული 150" შორის ტიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის ფლობის და ოპერირების თაობაზე ხელშეკრულებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

"ეს არის ნახშირის ქვესადგური, რომლის პროექტიც განხორციელდება ტყიბულში. ეს იქნება 150 მეგავატის სიმძლავრის და დაახლოებით 200 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვესადგური იმუშავებს საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე. ეს ხელს შეუწყობს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, როგორც ნახშირის მოპოვების, ასევე თბოლოექტროსადგურის მშენებლობის პროცესში და შემდეგ როცა სადგურის მშენებლობა დასრულდება, შეიქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 200 კუბური მეტრის გაზის დაზოგვა მოხდება, რადგან ჩანაცვლებული იქნება ნახშირით.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის