პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები მათი საქმეების გადახედვის მოთხოვნით ხვალ პარლამენტში განცხადებას შეიტანენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

"მოვითხოვთ, პარლამენტმა შეიტანოს კანონში ცვლილება და თქვას, რომ პოლიტპატიმრობა არის ახლადაღმოჩენილი გარემოება და ამ გარემოების საფუძველზე საქმეების გადახედვა მოხდეს. ეს უამრავი პოლიტპატუმრის ოცნებაა. ისინი პირველივე დღიდან ამბობდნენ, რომ მათ მიზანს არა თავისუფლება, არამედ საქმეების გადახედვა წარმოადგენს. ხვალ პოლიტპატიმრები პარლამენტთან შეიკრიბებიან და მიმართვას შეიტანენ. სწორედ პარლამენტი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც აგორდა. ელისაშვილისა და კილაძისკენ კი არ მოხდება ხელის გაშვერა. პარლამენტმა მიზანმიმართულად, კოჰაბიტაციური რეჟიმის შედეგად, არ გადახედა ამ ადამიანების საქმეებს. კეთილი ინებონ და დღეს შეიტანონ კანონში შესწორებები და პასუხი გასცენ იმ კითხვებს, რომელზეც მე მიხდება პასუხის გაცემა. გადაიხედოს ეს საქმეები და ინახოს, მათში იდო თუ არა დანაშაულის მტკიცებულებები და ჰქონდა თუ არა მათ პოლიტიკური ელფერი. იქნებ მართლაც არ არიან ეს ადამიანები პოლიტპატიმრები?", - განაცხადა კაკაბაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ პოლიტპატიმრის სტატუსის სანაცვლოდ გარკვეული ადამიანებისგან, შესაძლოა, ფული აიღეს, კაკაბაძის თქმით, "არავისზე არაფერს გამორიცხავს".

"მეც შეიძლება გამიჩნდეს კითხვები, რატომ არ აინტერესებს ხელისუფლებას ამ საქმეების გადახედვა? ჩვენ ხომ იქ შინაარსობრივად არ ვიხილავდით საქმეებს. მე პასუხისმგებელი ვარ იმ საქმეებზე, რომლებშიც ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატები მონაწილეობდნენ, მაგრამ ყველაში ხომ არ ვმონაწილეობდით? რატომ არ უნდათ ამ საქმეების გადახედვა? სხვანაირად როგორ უნდა გაიგოთ, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტიკური დევნილები და პატიმრები? ელისო კილაძის და ნანა კაკაბაძის არგუმენტებით უნდა იმსჯელოთ? ეს ხომ არასერიოზულია", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების ჯერ განცხადებას შეიტანენ პარლამენტში, გონივრულ ვადაში, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, პროტესტის სხვა ზომებს მიმართავენ.

"არ დაიწყებს პარლამენტი განხილვას, მერე სხვა ფორმებით მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღოს იმ პროცესებზე, რაც დღეს მიმდინარეობს. დიახაც, ძალიანაც კარგია, რომ ეკა ბესელიამაც, მანანა კობახიძემაც იწვნია თავის თავზე და უსუფაშვილსაც მოხვდა. სანამ თვითონ არ შეეხოთ არ გაინძრნენ, ახლა იმედი მაქვს რომ გაინძრევიან და პოლიტპატიმართა საქმეებს გადახედავენ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
აკაკი მშვიდობაძე - 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს