"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ციხის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ზაუტაშვილი ბესელიას და კობახიძეს ღამით ციხეში ხვდებოდა

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ქალთა #5 საპატიმრო დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვით ესაუბრა, ღამით, ციხეში, დეპუტატების მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას ვიზიტებსა და მათ ე.წ. კოკაინის საქმეში მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილთან შეხვედრებს იხსენებს.

მისი ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლების და პოლიტპატიმართა სიაში ჩასმის სანაცვლოდ გადახდილი იყო 200 ათასი, ხოლო როცა აღნიშნულ სიაში არ მოხვდა, ურეკავდა მანანა კობახიძეს, რომელიც მის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.

"რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა ანასტასია ზაუტაშვილი ღამის 11-12 საათზე საკნიდან გაუყვანიათ, აუყვანიათ ციხის დირექტორის კაბინეტში. მე მქონდა ინფორმაცია, რომ ამ დროს შემოსული იყო მანანა კობახიძე. მოსულა ეკა ბესელიაც. ისინი რომ მოდიოდნენ, ანასტასია ზაუტაშვილი ცალკე გაჰყავდათ და ხვდებოდა, ხოლო შემდეგ ხვდებოდნენ ყველას ერთად. რამდენიმე მსჯავრდებული სარგებლობდა "სკაიპითაც" და მათ შორის იყო ანასტასია ზაუტაშვილი. მსჯავრდებულები ამბობდნენ, რომ მას 150-200 ათასი აქვს გადახდილი და მალე გავა. კოკაინის საქმეში ვინც იყო, ყველა რომ გაეშვათ, მილიონ რაღაცას იხდიდნენ", - აცხადებს "რუსთავი2"-ის ინკოგნიტო წყარო.

მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი განსაკუთრებული პრივილეგიებით და აკრძალული ამანათების მიღების უფლებით სარგებლობდა, რის თაობაზეც მან სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელ უფროსს, მირზა სუბელიანს აცნობა და მათ შორის, გადახდილი ფულის თაობაზეც მოუყვა.

თავად სუბელიანი "რუსთავი2"-თან საუბარში აღნიშნულ შეხვედრას არ ადასტურებს. "ფორმა არ არსებობს, რომ ჩემთან თანამშრომელი შემოსულიყო. არც მიღების დღეები მქონდა და არც თანამშრომლებს ვხვდებოდი. ასეთი ინფორმაცია რომ ყოფილიყო, რეაგირებას მოვახდენდი", - განუცხადა "რუსთავი2"-ს მირზა სუბელიანმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა