ალეკო ელისაშვილი - სატელეფონო ამონაწერში ფიქსირდება, რომ ჩემთვის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს სმს-ები გამოგზავნილი აქვთ

შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა მობილური კომპანიიდან საკუთარი ტელეფონის ამონაწერი ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ელისაშვილმა განუცხადა, ამონაწერში ფიქსირდება ტელეფონის ის ნომრები, საიდანაც მას ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნით სმს-ები გაუგზავნა.

"ამით დასტურდება, რომ პროკურატურაში, დაკითხვისას ჩემს მიერ დასახელებულ დროს, დასახელებული პოლიტიკოსების მხრიდან ნამდვილად არის გამოგზავნილი შეტყობინება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ მის ტელეფონზე სმს-ის გაგზავნის დრო და არა შეტყობინების შინაარსი.

"მესიჯების შინაარსი გამოძიებამ გაარკვიოს", - აღნიშნა ელისაშვილმა.

როგორც ცნობილია, ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ელისაშვილმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მტკიცებულების სახით საკუთარი მობილური ტელეფონი გადასცა. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასში ის სმს-ები ინახებოდა, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ეს არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ტელეფონში კონკრეტული პატიმრის შეწყალების მოთხოვნის შემცველი სმს-ები არ აღმოჩნდა. გუშინ, ელისაშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის "ინბოქსში" მესიჯები მართლაც არ იყო, თუმცა მისივე მტკიცებით, ის მობილურის მყარ დისკზე ინახება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა