ალეკო ელისაშვილი - პროკურატურაში ანეკდოტური შეკითხვები დამისვეს

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პროკურატურაში მას მესამე დაკითხვისას ანეკდოტური შეკითხვები დაუსვეს.

როგორც ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ჰკითხეს რატომ ეძახის პროკურორებს უსაქმურებს. მისივე თქმით, დაკითხვის ოქმში ასევე შეტანილი იყო გამომძიებელის კითხვა, თუ საიდან იცის ელისაშვილმა, რომ პროკურატურამ თავის დროზე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები გააყალბა.

"რა შუაში იყო, მაგრამ ეს შეკითხვები დამისვეს", - განაცხადა ელისაშვილმა. მისი თქმით, 7 საათის განმავლობაში იგი მესამედ დაკითხეს. ასევე მის მიერ კომპანია "მაგთიდან" სატელეფონო ამონაწერის დათვალიერება მოხდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა