ალეკო ელისაშვილი - სჯობს პროკურატურამ სმს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გასაჯაროვდება

პროკურატურამ რომ სახე შეინარჩუნოს, სჯობს ექსპერტიზის შედეგად ტელეფონში არსებული სმს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი აუცილებლად გასაჯაროვდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა.

დასმული შეკითხვის პასუხად, რამდენად ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, მან აღნიშნა, რომ ამის გადამოწმება თავისუფლად შეიძლება. "გამოძიებას ვურჩიე, რომ ამ მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ სჯობს მათ გამოაჩინონ, რათა სახე შეინარჩუნონ. მე კანონს პატივს ვცემ და ფეხდაფეხ მივყვები გამოძიებას. სჯობს პროკურატურამ გამოაჩინოს სმს-ების შინაარსი", - განაცხადა ელისაშვილმა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა სმს-ები სხვა ფორმით შენახული, მან აღნიშნა, რომ შეტყობინებები დაკოპირებული არ აქვს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმებას, მისი თქმით, თუკი ექსპერტიზის ბიურო არ აღადგენს მის ტელეფონში არსებულ ეს-ემ-ეს-ებს, ელისაშვილი აცხადებს, რომ მიმართავს საერთაშორისო ბიუროს.

"გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ ინბოქსში არ აღმოჩნდა სმს-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ჭორაობს. "მე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მინდა ვუპასუხო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი ჭორაობსო. სინამდვილეში ისინი დგანან და ჭორაობენ. მე კი სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე პროკურატურაში. მაქსიმალურად ვეხმარები გამოძიებას, რომ წინ წაიწიოს. ჩემი ხელით მივუტანე სატელეფონო ამონაწერები გამოძიებიდან 2 კვირის თავზე, რომელიც ადასტურებს, რომ ზარები და სმს-ები ხორციელდებოდა ჩემს ტელეფონზე", - განაცხადა ელისაშვილმა.

საუბარია ელისაშვილის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით მას პოლიტიკოსები ტელეფონზე სწერდნენ ზეწოლის შემცველ მესიჯებს, რათა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს კრიტერიუმების გარეშე შეეწყალებინა კონკრეტული მძიმე ბრალდებით გასამართლებული პატიმრები.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს