ალეკო ელისაშვილი მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს "კოკაინის საქმეში" მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით წინასწარ 200 000 დოლარი ჰქონდათ აღებული და მთლიანობაში 1.5 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა. ელისაშვილმა იმ პირის ვინაობა, ვინც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, არ დაასახელა.

"კონკრეტული თანამდებობის პირი შემხვდა და მომაწოდა ინფორმაცია, რომ ბესელიას და კობახიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ აღებული 200 000 დოლარი და მათ დაჰპირდნენ მილიონნახევარს თუკი ისინი მოახერხებდნენ შეწყალების გზით გათავისუფლებას. ამას ვერ ვიტყვი ვინ არის ეს პირი", - განაცხადა ელისაშვილმა.

მანვე ოთხი კონკრეტული მოთხოვნა წამოაყენა ამ საქმესთან დაკავშირებით: "ნულოვანი ნდობა მაქვს პროკურატურისადმი. არ ვენდობი ამ პროკურატურას, რადგან ჩაფარცხვისკენ მიდის საქმე და არა გამოძიებისკენ. მოვითხოვ შეუჩერდეს საპროკურორო საბჭოს წევრობა ეკა ბესელიას. ის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საპროკურორო საბჭოს წევრობით ახორციელებს ზედამხედველობას და ზეწოლას პროკურატურაზე. პროკურატურას პირველ რიგში ეს უნდა გაეკეთებინა.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გოგაძე არის დამნაშავე დანაშაულის დაფარვაში. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, თუმცა მან არაფერი იღონა საქმის გამოძიებისთვის. მან იცრუა, რომ ბადაშვილს არ შევხვედრივარ ამ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა მან მტკიცებულებებიც გაანადგურა, გააუქმა ვიდეოჩანაწერები და ა.შ. შეუჩერდეს მას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება. დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მივმართავ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველვყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. მე მზად ვარ ნებისმიერი ინფორმაცია მივაწოდო ამ კომისიას. ასევე შეუჩერდეს მანანა კობახიძეს ვიცესპიკერის თანამდებობრივი უფლებამოსილება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა