პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს

სასჯელის დანიშვნისას პროკურატურა ხვალ გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ ოქროპირიძის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დავით ნეფარიძემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, თუ რატომ არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, რომ სასჯელის დანიშვნაში მონაწილეობა ნაფიც მსაჯულებს მიეღოთ, პროკურორმა განაცხადა, რომ მათ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტის გამოსატანად ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. აქედან გამომდინარე, დავით ნეფარიძის თქმით, სასჯელის განსაზღვრის პასუხისმგებლობა ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს აღარ დააკისრა.

ხვალ, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო