მოკლულის დედა - ბოროტები არ ვართ, მაგრამ ოქროპირიძეს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის

ბოროტები არ ვართ, მაგრამ ოქროპირიძეს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის, - ამის შესახებ მოკლული ლაშა მახრაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მკვლელობის ნაწილში გამამტყუნებელ ვერდიქტს იგი ნაფიცი მსაჯულების პირველი შემადგენლობის მხრიდანაც ელოდა.

"დამსახურებული ვერდიქტია. წინა ნაფიცების სხდომაზეც იგივეს ველოდებოდი. იარაღის ნაწილში ოქროპირიძე იმიტომ გაამართლეს, რომ ამოღებული არ არის იარაღი, რაც გასაგებია იმიტომ, რომ გადამალული აქვს. ნაფიცებმა რეალურად შეაფასეს ყველაფერი. ასეთი ადამიანი ქუჩაში არ უნდა დადიოდეს. ის მკვლელია. ეს ყველამ აღიქვა. მეორე კაცის მკვლელობა ჩაიდინა და მას სამუდამო პატიმრობა უნდა შეეფარდოს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა