პროკურატურა გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს

სასჯელის დანიშვნისას პროკურატურა დღეს გიორგი ოქროპირიძისთვის უვადო პატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ ოქროპირიძის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა დავით ნეფარიძემ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, თუ რატომ არ დაეთანხმა ბრალდების მხარე, რომ სასჯელის დანიშვნაში მონაწილეობა ნაფიც მსაჯულებს მიეღოთ, პროკურორმა განაცხადა, რომ მათ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტის გამოსატანად ისედაც დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. აქედან გამომდინარე, დავით ნეფარიძის თქმით, სასჯელის განსაზღვრის პასუხისმგებლობა ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს აღარ დააკისრა.

დღეს, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს