გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები დღეს ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს გაასაჩივრებენ

ლაშა მახარაძის მკვლელობისთვის ნაფიცი მსაჯულების მიერ გამტყუნებული გიორგი ოქროპირიძის ადვოკატები გუშინ მიღებულ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

როგორც ადვოკატმა სულხან კომახიძემ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, მსაჯულების გადაწყვეტილება გაუგებარია.

"როგორ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს იარაღი და უიარაღოდ ცეცხლნასროლი ჭრილობები მიაყენოს ადამიანს და მოკლას. ოქროპირიძე გაამართლეს იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში და გაამტყუნეს მკვლელობაში. ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება და აუცილებლად გავასაჩივრებთ", - განაცხადა სულხან კომახიძემ.

გიორგი ოქროპირიძის ვერდიქტის გამოცხადებას მისი მშობლები ესწრებოდნენ. ოქროპირიძის დედამ, ირა გოდერძიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა.

დღეს, 13:00 საათზე სასჯელის დანიშვნის სხდომაა ჩანიშნული გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე.

ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში გაამართლეს და განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამტყუნეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს