მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დაადგინეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი დაადგინეს. ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს. განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2 წინააღმდეგ მიიღეს. სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს. ჯამში, მსაჯულები 4 საათზე მეტხანს თათბირობდნენ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი. ლაშა მახარაძე აბაშიძის ქუჩაზე 2014 წლის 2 სექტემბერს მოკლეს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს