დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ვადები ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისვადები ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის. Aამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის თანამიმდევრული იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს მის მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის და იმ თავისუფლებებს, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დაემატება კიდევ ერთი, უვიზოდ გადაადგილების თავისუფლება. ვფიქრობ, ეს არის ნათელი წინგადადგმული ნაბიჯი და დაფასება იმ შრომის და შედეგების, რაც ქართულმა საზოგადოებამ მიიტანა ევროკავშირის ყურადღებამდე", - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან არაერთი საუბარი შედგება, რათა სიურპრიზები არ იყოს.

კითხვაზე, რა ვადებში ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ქართულ მხარეზე დამოკიდებული არ არის.

"პროცედურები მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან არის განსახორციელებელი, ამიტომ ვადები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ არსებული ქვეყნების პრაქტიკიდან და მოვიშველიოთ ევროკომისრის შეფასება, რომელიც ამ პერიოდს დაახლოებით 3-4 თვით ახასიათებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ბაქრაძემ დღესვე დარჩენილი პროცედურები განმარტა. მისი თქმით, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში სხვადასხვა პროცედურები გაიმართება.

"ევროკომისიის ფარგლებში განსაზღვრული ვალდებულებები დასრულდა და ევროკომისიამ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამეტს. ამის შემდეგ პარალელური პროცესები წავა როგორც ევროპარლამენტში, ისე ევროპულ საბჭოში. პარლამენტში წინადადების შესვლის შემდეგ საკითხი გადავა შინაგან და იუსტიციის კომიტეტის კომპეტენციაში, ამ საკითხის მოსამზადებლად პარლამენტში წარსადგენად. საკითხი გავა კომიტეტზე, რომელიც კენჭს უყრის და უბრალო უმრავლესობით მიიღებს კანონპროექტს, შემდეგ საკითხი წავა პლენარულ სხდომაზე, სადაც ასევე უბრალო უმრავლესობით მიიღებენ. პარალელურად ევროკავშირის საბჭოში განხილვები შედგება მუდმივი წარმომადგენლების, მინისტრების და წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე", - განმარტა ბაქრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის