მაკა ასათიანის ადვოკატი - წილების გაყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

”მაესტროს” ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არხის წილების გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც გიორგი გვენეტაძემ პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული ”მორიგი დეზინფორმაციაა”.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ თემაზე არ მიმდინარეობს არც მოლაპარაკებები.

„ამ ინფორმაციას ვუწოდებ დეზინფორმაციას, პერიოდულად ვრცელდება ასეთი სახის ინფორმაცია. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ წილები იქნას გაყიდული, თუმცა ეს ასე არ არის და არც იგეგმება მომავალში“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა