გია გაჩეჩილაძის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია

ტელეკომპანია „მაესტროს“ წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის ადვოკატი ირაკლი კორძახია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თუმცა მისთვის ასევე საინტერესოა მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთებული ვარიანტი. როგორც კორძახიამ აღნიშნა, ადვოკატებს სხვა სამართლებრივი არგუმენტებიც ჰქონდათ, რის საფუძველზეც ითხოვდნენ, რომ არ დაკმაყოფილებულიყო მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სარჩელი.

როგორც კორძახიამ აღნიშნა, მოსამართლემ დღეს მხოლოდ ის განმარტა, რომ არსებობს საქართველოში პრაქტიკა, რომლის თანახმადაც წინარე ხელშეკრულების დადებით მხარეს ვერ დაავალდებულებს ვერავინ, რომ დადოს ძირითადი ხელშეკრულება.

„2011 წელს წილის გაყიდვების ძირითადი ხელშეკრულება არ დაიდო და დაიდო მხოლოდ წინარე ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადება, ამიტომ მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო ვერ დაავალდებულებს მხარეებს, რომ დადონ ის ხელშეკრულება, რომელიც მათ თავის დროზე არ დადეს“, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

„გამომდინარე იქიდან, რომ წინარე ხელშეკრულების ვადა იყო გასული, ჩვენ ვამბობდით, რომ აღარ არსებობს ვალდებულება ძირითადი ხელშეკრულების დადების. წინარე ხელშეკრულებას ვადა 2012 წლის 10 დეკემბერს გაუვიდა, შესაბამისად, გია გაჩეჩილაძეს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება არ ჰქონდა. ეს არგუმენტი ჩვენს მიერ წარდგენილი იყო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

„მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ის გარემოება დაასახელა, რომ არ არსებობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არსებობს მხოლოდ წინარე ხელშეკრულება წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არ ნიშნავს, რომ წილი გასხვისებულია.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს