მაკა ასათიანმა ”მაესტროს” 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას გადაუფორმა

ტელეკომპანია ”მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა 25%-იანი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ საკუთარ კომპანიას - ”მედია ფინანს გრუპს” გადაუფორმა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მაკა ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.

”ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია ”მედია ფინანს გრუპი” არის მაკა ასთიანის კუთვნილი. თითონ არის ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და ერთადერთი დამფუძნებელი. მასზე გადააფორმა წილი თავისი წილი, რომელიც ”მაესტროში” ჰქონდა. წილი არ გაუყიდია, არამედ თავისივე კომპანიას გადასცა, კაპიტალში შეიტანა”, - განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, რამ განაპირობა ”მაესტროს” წლის გადაფორმება ამ კომპანიისთვის, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ”ეს არანაირად არ უკავშირდება ”მაესტროში” ბოლოს განვითარებულ მოვლენებს”.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შპს ”სტუდია მაესტროს” წილების მფლობელები შემდეგნაირად ნაწილდება - 15%- მამუკა ღლონტი, 5% - ეკატერინე აკობია, 55%- გიორგი გაჩეჩილაძე და 25% - ”მედია ფინანს გრუპ ბი.ვი”, ნიდერლანდები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის