გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

”არავინაა დაკავებული და მიმდინარეობს გამოძიება”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მღებრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა