გიორგი კვირიკაშვილი - მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად თმენის ვალდებულება მათაც აქვთ

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხარდამჭერებს მათი თმენის ვალდებულების შესახებ ახსენებს. კორცხელში მომხდარ ინციდენტს გიორგი კვირიკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ, მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ინციდენტებს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად იხილება. ეს არის ბოლო ჩატარებული არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მხარდამჭერების, რომ ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის უმნიშვნელოვანესი და მინდა, ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩვენ გვეკისრება უდიდესი თმენის ვალდებულება, ასევე, სამოქალაქო პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, ზუსტად ასეთივე დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ. მათი თმენის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ის გამოძიების მიმდინარეობას დიდი ყურადღებით აკვირდება. ასევე მიიჩნევს, რომ შემდგომი პრევენციისთვის უნდა მოხდეს სწორი რეაგირება.

გიორგი კვირიკაშვილი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მოუწოდებს, ასეთი ძალადობრივი ფაქტების მიმართ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ.

„იყოს მაქსიმალური მობილიზება. შემდგომში, როცა ჩავატარებთ არჩევნებს შემოდგომაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ იყოს პრევენციული ზომები მიღებული, რათა ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ძალოვანი უწყებები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ეს მნიშვნელოვანია“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა