არჩილ თალაკვაძე კორცხელის ინციდენტზე - 6 ადამიანს ბრალი წარედგინა, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო

ბრალი წარედგინა 6 ადამიანს, დანარჩენზე კი იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

„ბრალი წარედგინა უკვე 6 ადამიანს. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია მუხლის შესახებ, რომლითაც მოხდა დანაშაულის დაკვალიფიცირება, დანარჩენზე იზრუნებს და გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

2016 წლის 22 მაისს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1-ელ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს