დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები საგანგებო შეხვედრებს მართავენ

დიდი ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერები საგანგებო შეხვედრებს მართავენ.

როგორც ცნობილია, დღეს ბერლინში, ევროკავშირის 6 დამფუძნებელი სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიის, ლუქსემბურგისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს.

გარდა ამისა, ორშაბათს ბერლინში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ინიციატივით, შედგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, საფერანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის ერთობლივი შეხვედრა. ამის შესახებ თავად მერკელმა განაცხადა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს „ევროპისთვის გარდამტეხი მომენტი“ უწოდა.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის გამო მომავალ კვირას ევროპალმანეტი რიგგარეშე სხდომას გამართავს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა