დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პეტიციაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა