ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

ბერლინში ევროკავშირის დამფუძნებელი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე რეაგირება „ისტერიკისა და შოკის გარეშე“ უნდა მოახდინოს.

გერმანიის, ბელგიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბერლინში მიმდინარე შეხვედრაზე ბრიტანეთში რეფერენდუმის შედეგებზე იმსჯელებენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საკითხის განსახილველად მომავალ კვირას ევროპარლამენტი რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა