საფრანგეთის პრემიერს მოსახლეობა ნიცაში სტვენითა და შეძახილებით დახვდა

ნიცაში, სამგლოვიარო ცერემონიაში დასასწრებად ჩასულ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს მანუელ ვალსს მოსახლეობა სტვენითა და შესაძხილებით დახვდა.

როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, ნიცის სანაპიროზე, სადაც რამდენიმე დღის წინ ტერაქტი მოხდა, უამრავი ხალხი შეიკრიბა და დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ცერემონიას საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მას შემდეგ, რაც მანუელ ვალსმა სიმბოლურ პოსტამენტთან ყვავილები მიიტანა, გაისმა შეძახილები „მკვლელო“, „გადადექი“.

14 ივლისს ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 300-ზე მეტი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა