ეროვნულ გამოცდებზე 100 %-იანი გრანტი 1012-მა, 70 %-იანი - 1456-მა და 50 %-იანი - 4078-მა აბიტურიენტმა მიიღო

მიმდინარე წელს გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, - ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიმინოშვილის თქმით, აქედან 100 %-იანი დაფინანსება მიიღო 1012-მა სტუდენტმა. 70 %-იანი დაფინანსება მიიღო 1456-მა სტუდენტმა, ხოლო 50 %-იანი დაფინანსება მიიღო 4078-მა სტუდენტმა. ამას ემატება 3 800-ზე მეტი ის სტუდენტი, რომელმაც ჩააბარა სპეციალობაზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.

მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით ჩარიცხვების შესახებ მონაცემები თითქმის არ შეცვლილა. თუკი შარშან 28 000 სტუდენტი ჩაირიცხა, წელს ეს მაჩვენებელი 27 782-ია.

”500-მდეა იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომელმაც გადალახა ზღვარი საგნებში, თუმცა მათ მიერ მითითებულ უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ, ვინაიდან მათ ერთი, ან ორი არჩევანი ჰქონდათ გაკეთებული. რეგიონების მიხედვით ჩაშლილად ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება საგნობრივ მაჩვენებელს, უმაღლესი ქულა, მაგალითად 80, ან 79 ზოგად უნარებში არც ერთ აბიტურიენტს არ მიუღია, ხოლო ყველაზე დადებითი მაჩვენებელი და ყველაზე მაღალი ქულები უცხო ენაში, კერძოდ კი ინგლისურ ენაში დაფიქსირდა”, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა