მერაბ ღოღობერიძე - კახა ბუხრაძეს მისივე ინიციატივით შევხვდი

არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროს კახა ბუხრაძესთან შეხვედრას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღოღობერიძემ განუცხადა, შეხვედრა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში, თავად კახა ბუხრაძის ინიციატივით გაიმართა. რაც შეეხება მართვის მოწმობას და ტრაილერის სარფის საბჟოზე ურიგოდ გატარების თხოვნას, ღოღობერიძე ამ თხოვნებს უარყოფს. იგი კახა ბუხრაძეს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს და გენერალურ ინსპექციას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამების გამო, კახა ბუხრაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

"პირადი მანქანა, დაახლოებით ოთხი წლის წინ მყავდა. როგორ შეიძლება საპატრულო პოლიციის უფროსს "ვეკაჩავო" კაბინეტში და რაღაც უკანონობას ვთხოვდე?! ეს სიცრუეა! დიახ, შეხვედრისას ადგილობრივ ტრადიციებზე ვესაუბრე, ამასთან, ვთხოვე, რომ ადგილობრივი კადრები არ გაეთავისუფლებინა. კახა ბუხრაძესთან შეხვედრა მისი ინიციატივით განხორციელდა, თავად ითხოვდა, რომ მასთან მივსულიყავით. მანამდე ის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდა. ტრაილერების გადაადგილებაში თავად არის ჩართული. იგი კორუფციულ საქმიანობას ეწევა. გენერალურ ინსპექციას ვთხოვ საკითხის მოკვლევას. წინააღმდეგ შემთხვევაში ცილისწამებისთვის კახა ბუხრაძეს ვუჩივლებ", - აცხადებს მერაბ ღოღობერიძე.

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე დაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა, კახა ბუხრაძემ ჩვენება 16 მარტს მისცა, ადვოკატებს კი საქმის მასალები 26 მარტს გადაეცათ. მისივე თქმით, საქმის მასალების თანახმად, აჭარის პოლიცის უფროსი დაკითხვისას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეზე საუბრობს. ადვოკატის თქმით, ჩვენებაში ბუხრაძე ამბობს, რომ როდესაც იგი საპატრულო პოლიცის უფროსად დაინიშნა, მას ღოღობერიძე შეხვდა და სთხოვა, რომ მისთვის პატრულს პრობლემები არ შეექმნა, რადგან არ აქვს მართვის მოწმობა. ასევე, მერაბ ღოღობერიძე სარფის საბაჟოზე ტრაილერების ურიგოდ გატარებას ითხოვდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება