ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

იხილეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში, როცა ბათუმის არეულობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა