ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მასთან მაღალი თანამდებობის პირი იმყოფებოდა, რომელმაც ბათუმის არეულობის ორგანიზატორად სუსი-ს თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა

ბათუმის არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ის სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა.

როგორც შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მასთან ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფებოდა, რომელმაც 20 ათასიანი გარაოს სანაცვლოდ მერაბ ღოღობერიძეს ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორად სუსი-ს თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა.

,,შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მქონდა საუბარი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მერაბ ღოღობერიძემ აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა. ღოღობერიძის განმარტებით, 2017 წლის 25 აპრილს მასთან იმყოფოდა თანამდებობის პირი, რომლის სახელს და გვარს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ ამხელს. ამ პიროვნებამ ღოღობერიძეს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მიმდინარე საქმის გამომძიებლის, უჩა კახიძის გამოძახება მოსთხოვა, რომლისთვისაც უნდა მიეცა ჩვენება. ამ ჩვენების მიხედვით ღოღობერიძეს უნდა ემხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ვიღაც ყოფიანი, როგორც აჭარაში არეულობის დამკვეთი, რომელიც 11-12 მარტს მოხდა. შესაბამისად, მერაბ ღოღობერიძის პასუხი ამ მითითებაზე იყო უარყოფითი.

მერაბ ღოღობერიძეს მიაჩნია და განმარტავს, რომ არეულობა, რომელიც აჭარაში მოხდა, ეს იყო დაპირისპირება სუს-სა და შსს -ს შორის. ის შეეწირა ამ ორ უწყებას შორის დაპირისპირებას", - განაცხადა პაატა შავაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძეს და ირკლი ჩხვრიკიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის