ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საგამოცდო პროცესი ტრადიციულად ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებთან ერთად ეტაპობრივად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები და პედაგოგები ჩაერთვებიან.

წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. საგამოცდო ცენტრებს სავარაუდოდ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე 103-ე სკოლა დაემატება. ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება, თუმცა იქ სექტორების რაოდენობა შემცირდება.

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი აღარ განთავსდება, რადგან მისივე განმარტებით, პროცესის უკეთ წარმართვისთვის სასკოლო ინფრასტურქტურა გაცილებით უფრო მოსახერხებელია.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის