საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

გამოცდები ორ სესიად ჩატარდება. ”ინტერპრესნიუსი” გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგს.

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;

14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია;

19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება.

20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);

21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);

24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);

25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);

26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);

27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით:

მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე; მეტრო "ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე; მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე. ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის