მაია მიმინოშვილის განცხადებით, საგამოცდო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

"დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი. 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა გამოაკლდა პროცესს იმის გამო, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს პროცესში. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. წელს ერთი ახალი საგამოცდო ცენტრი დაემატა თბილისში. 08:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველი ნაკადისთვის და ზუსტად 09:00 საათზე დასრულდა", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ხარვეზებს, მიმინოშვილის თქმით, რამდენიმე აბიტურიენტი იყო, რომელსაც ნაკადი აერია.

"თუმცა პირველი ნაკადია ეს, მეორეზე იყვნენ განაწილებულები და პრობლემა არ შეექმნებათ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისიც მეშინოდა, არ დაფიქსირებულა. კერძოდ არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ საგამოცდო ცენტრი არეოდა აბიტურიენტს თბილისსა ან ქუთაისში",- განაცხადა მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას, მაია მიმინოშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია გასწორების პროცესზე და ის იმედოვნებს, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა