ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება. 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ის ორ სესიად ტარდება. გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია:

4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;

10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;

14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა;

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია;

19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და მისამართზე. მან თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში დაიკეტება საგამოცდო ცენტრის შენობა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყება.

20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);

21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);

24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);

25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);

26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);

27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილია დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით.

მეტრო "ახმეტელიდან" მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე, ასევე გლდანის მიმართულებით №177, №173 და №39 სკოლებამდე; მეტრო "ვარკეთილიდან" №117 სკოლამდე; მეტრო "სამგორის" ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე. ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა