ხათუნა ლაგაზიძე - ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია 4 სამინისტროს გაუქმება

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილს სრულად ეხსნება პასუხისმგებლობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაგაზიძემ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები საჭირო იყო და დადებითია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე არ ჩავარდა ხიბლსა და ილუზიაში და დაინახა პრობლემები.

„თითქოსდა ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგი, სადაც პირწმინდად მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ მიანიშნებდა იმას, რომ ცვლილებების განსაკუთრებული აუცილებლობა არ იყო, მაგრამ კარგია, რომ ამ ზედაპირული წარმატების მიღმა ხელისუფლებამ დაინახა ის პრობლემები რის წინაშეც რალურად დგას. 2012 წლიდან დღემდე, რა თქმა უნდა, ძალიან გაბერილია როგორც აღმასრულებელ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში შტატები და ხარჯები. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია 4 სამინისტროს გაუქმება, თუმცა, ამასთან ერთად საინტერესოა დღე, როდესაც შეარჩიეს სამთავრობო ცვლილებების დაანონსება. ეს შემთხვევითია თუ არა, დაემთხვა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დედაქალაქის ახალი მთავრობის წარდგენას. ასეთი ორი მნიშვნელოვანი თემა, როგორც წესი, ერთმანეთს არ უნდა დამთხვეოდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი დაკვირვება. გვახსოვს ალბათ რამდენად ხმაურიანი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო არავითარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ივანიშვილი დაიღალა მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლების პასუხისგებით და შესაბამისად, დღეს უკვე კალაძე იქნება სრულად პასუხისმგებელი შეცდომებზეც და წარმატებებზეც, რითაც მისი მერობა იქნება გამორჩეული. აქედან გამომდინარე, თბილისზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ჩაეხსნა და ახლა მე ვფიქრობ, ანალოგიური ხდება სამთავრობო ცვლილებებით. დღეს მიღებული მთავრობა მთლიანად კვირიკაშვილის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით ივანიშვილი გარკვეულწილად იხსნის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაში იკვეთება პასუხისმგებლობის დამოუკიდებლობის ცენტრები.

„„ქართულ ოცნებაში“ იკვეთება ძალის თუ არა პასუხისმგებლობის დამოუკიდებლობის ცენტრები. ერთი მხრივ, გვყავს კალაძე, თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის ცენტრით და ობიექტით, დედაქალაქით და მეორე მხრივ, გვყავს კვირიკაშვილი, თავისი განახლებული მთავრობით, რომელზეც თავიდან ბოლომდე ის იქნება პასუხისმგებელი. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო ხდება საპრეზიდენტო კანდიდატის. კერძოდ, იქნება თუ არა ის რომელიმე პასუხისმგებლობის ცენტრის წარმომადგენელი, თუ მისი სახით შეიქმნება მესამე ცენტრი „ქართულ ოცნებაში“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის წევრობის ახალ კანდიდატებს, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, განათლების მინისტრობის კანდიდატს აქვს პოტენციალი რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს საქართველოს განათლების სისტემაში.

„განათლების მინისტრობის ახალი კანდიდატი საინტერესოა თავისი იშვიათად შთამბეჭდავი ბიოგრაფიით. მისი ბიოგრაფია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აქვს ყველა თვისება წარმატებული მინისტრობისთვის, თუმცა რამდენად აღმოაჩნდება მას სამეცნიერო თვისებების მსგავსი მენეჯერული თვისებები მისი მუშაობდან გამოჩნდება. მას აქვს პოტენციალი რევოლუციური ცვლილებები მოახდინოს საქართველოს განათლების სისტემაში. რის საშუალებას მისცემენ და რამდენად კარგი მენეჯერი იქნება, ეს სხვა საკითხია. საინტერესოა, ქუმსიშვილის ნახევარი მინისტრთა კაბინეტის მინისტრად დანიშნვა და ბახტაძის დანიშვნა ფინანსთა მინისტრად, ვინაიდან არსებობდა გარკვეული ინფორმაციები ამ ორ ადამიანზე, რომ შესაძლოა მათ დაიკავონ პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუკი კვირიკაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას. თუ ეს ყველაფერი ასეც მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანების დანიშვნა ერთგვარი შემზადებაა მათი პრემიერ-მინისტრობისთვის“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება